• March

    5

    2025
  • 62
  • 0
მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება უზბეკეთთან, პოტენციალი საკმაოდ საინტერესოა და ამას სჭირდება პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება

მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება უზბეკეთთან, პოტენციალი საკმაოდ საინტერესოა და ამას სჭირდება პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უზბეკეთში განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკური კომისია კარგ შესაძლებლობას იძლევა იმისთვის, რომ სხვადასხვა სფერო იყოს განხილული, რასაც წვლილი შეაქვს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაში.

„ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რაც არსებობს საქართველოსა და უზბეკეთს შორის. ისევე, როგორც სხვა ქვეყნებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება უზბეკეთთან, ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ამ მიმართულებით თანამშრომლობა. ეკონომიკური კომისია, რა თქმა უნდა, კარგ შესაძლებლობას იძლევა იმისთვის, რომ სხვადასხვა სფერო იყოს განხილული, რასაც წვლილი შეაქვს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაში, გაღრმავებაში და არის კარგი შესაძლებლობა, დავგეგმოთ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, თუ რა სფეროებში არის პრიორიტეტული საქართველოსთვის უზბეკეთთან თანამშრომლობა. ასევე, მოვისმინოთ ჩვენი პარტნიორების მოსაზრებები და წინადადებები. პოტენციალი არის საკმაოდ საინტერესო, მნიშვნელოვანი და ამ პოტენციალს სჭირდება პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება, რათა უკეთ იყოს ათვისებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor