• March

    9

    2025
  • 297
  • 0
ფრანც კაფკა და მისი მისტიური ,,მეტამორფოზა”

ფრანც კაფკა და მისი მისტიური ,,მეტამორფოზა”

ფრანც კაფკა ( 1883-1924 ) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, მისტიური, ტრაგიკული და გავლენიანი მწერალია მე – 20 საუკუნის ლიტერატურაში.

მისი ნამუშევრები სავსეა ეგზისტენციალური კრიზისით, აბსურდითა და საზოგადოების მხრიდან გაუცხოებით.

კაფკას შემოქმედებაში ხშირად შეიმჩნევა ბიუროკრატიული სისტემის ხაზგასმული აბსურდულობა და ინდივიდის დაუცველობა ასეთი წარმონაქმნის წინაშე ( „პროცესი“, ,,სასახლე“- ქართულ თარგმანში „გოდოლი“ ) .

მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოთხრობა, ,,მეტამორფოზა”, რომელზეც დღეს, მოგითხრობთ, ადამიანის შინაგანი განცდებისა და ტრანსფორმაციის უნიკალური და სიღრმისეული კვლევაა.

ფრანც კაფკას ბიოგრაფია და შემოქმედება :

კაფკა დაიბადა პრაღაში, იმპერიული ავსტრიის ტერიტორიაზე, ებრაულ ოჯახში. მისი ცხოვრება ხასიათდებოდა შინაგანი კონფლიქტებით, ოჯახური წნეხითა და გაუცხოებით. კაფკას მამასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა, რაც მის ნამუშევრებში ხშირ თემად გვხვდება. მისი ცნობილი ნაწარმოებები მოიცავს ,,პროცესს”, ,,ციხე-სიმაგრეს” და ,,ამერიკას”, რომლებიც ყველა ეხება ინდივიდის წინააღმდეგობას აბსურდულ სისტემასთან.

,,მეტამორფოზა”

შინაარსი და ანალიზი :

,,მეტამორფოზა” პირველად 1915 წელს გამოქვეყნდა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე შესწავლილ და ამავდროულად, ბოლომდე ვერ გაშიფრულ, მისტიურ ლიტერატურულ ტექსტად ითვლება.

მოთხრობის მთავარი პერსონაჟი, გრეგორი ზამზა, ერთ დილას იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ გიგანტურ მწერად გარდაიქმნა. ეს ფიზიკური ტრანსფორმაცია სიმბოლურად გადმოსცემს ადამიანის გაუცხოებას, იდენტობის კრიზისს და ოჯახის წევრების მხრიდან გაწირვასა და ვერ მიღებას.

გრეგორის მეტამორფოზა აჩვენებს იმგვარ მდგომარეობას, რომელშიც ინდივიდი განიცდის გაუცხოებას საზოგადოებისა და ოჯახისგან.

კაფკას ნამუშევრებში ხშირად ვხვდებით იმ მოტივს, რომ ადამიანი გამუდმებით ცდილობს, მოერგოს იმ გარემოს, რომელიც მას ვერ იღებს. მოთხრობაში გრეგორის ოჯახი თავდაპირველად ცდილობს მასზე ზრუნვას, თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, ისინი სრულად კარგავენ მასთან ყოველგვარ კავშირს და საბოლოოდ, მისი სიკვდილი უდიდეს შვებად აღიქმება.

გრეგორის დამოკიდებულება ოჯახთან და პერსონაჟებთან :

გრეგორის ოჯახთან ურთიერთობა მოთხრობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია. თავდაპირველად, ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, რაც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. თუმცა, ტრანსფორმაციის შემდეგ, ოჯახის დამოკიდებულება თანდათანობით იცვლება. დედა და და თავიდან ცდილობენ მისი მდგომარეობის მიღებას, მაგრამ საბოლოოდ, როცა მისი მდგომარეობა უარესდება, ისინი მას ტვირთად აღიქვამენ. გრეგორის მამა თავიდანვე მკაცრია მის მიმართ და ფიზიკურადაც ესხმის თავს, როდესაც გრეგორი ცდილობს ოთახიდან გამოსვლას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრეგორისა და მისი დის, გრეტას, ურთიერთობა. მოთხრობის დასაწყისში გრეტა ყველაზე მზრუნველი ჩანს, ის საჭმელს უტოვებს გრეგორს და ცდილობს, დაეხმაროს. თუმცა, როდესაც ხვდება, რომ მისი ძმა არასდროს დაუბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას, ისიც უარს ამბობს მასზე.

გრეტას საბოლოო გადაწყვეტილება – გრეგორის აღარ აღიარება და ოჯახის მოთხოვნა, რომ ის გაქრეს – გადამწყვეტი მომენტია, რომელიც გრეგორის სიკვდილით მთავრდება.

( 1 ნაწილი – გაგრძელება იქნება )

ირაკლი კერესელიძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor