• March

    10

    2025
  • 435
  • 0
თინა თოფურია : ,,ჩემი მთავარი მიზანია ბავშვები გადავარჩინო იმ შხამებისგან, რითაც მათ ასე გულმოდგინედ „მკურნალობენ“ და ვიცი, რომ ღვთის წყალობით, მე ამას შევძლებ” !

თინა თოფურია : ,,ჩემი მთავარი მიზანია ბავშვები გადავარჩინო იმ შხამებისგან, რითაც მათ ასე გულმოდგინედ „მკურნალობენ“ და ვიცი, რომ ღვთის წყალობით, მე ამას შევძლებ” !

,,მინდა გაგიზიაროთ ბულგარელი ნათელმხილველი ვანგას სიტყვები, რომელიც 1994 წელს მითხრა – ,,ჰომეოპათია არის მომავლის მედიცინა ! მოვა დრო, როცა ახლა არსებული წამლები თავისით განადგურდებიან და მხოლოდ ჰომეოპათიურები დარჩება”. მას მერე სულ ველოდები. ახლა კი ვხედავ, რომ ეს დრო უკვე მოვიდა ! ასე რომ, ვაპირებ ჰომეოპათიის განვითარებას უფრო აქტიურად მივხედო”,- აცხადებს ,,GEO NEWS”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, ქალბატონი თინა თოფურია.

თინა თოფურია: ორიოდე სიტყვა მინდა ჰომეოპათიის შესახებ გითხრათ.

ჰომეოპათიას ბევრი ტრადიციულ მედიცინასთან აიგივებს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ტრადიციული მედიცინა ძალიან ფართე მცნებაა. მასში მოიაზრება ხალხური მკურნალობის ის მეთოდები, რომელიც ოდესღაც იმ ქვეყნის წიაღში წარმოიშვა. ასე მაგალითად, აკუპუნქტურა ჩინეთში, აიურვედა ინდოეთში. საქართველოში ოდესღაც სამკურნალო მეთოდების მრავალფეროვანი სპექტრით იყო წარმოდგენილი, მაგრამ დღეს, უფრო მეტად მცენარეებით მკურნალობასთან ასოცირდება. ჰომეოპათიას ჰყავს თავისი ავტორი.

-გამოდის, რომ ჰომეოპათია არ არის უძველესი მეთოდი ?

-დიახ ! ის შეიქმნა მე-18-ე საუკუნის ბოლოს, გერმანელ ექიმ ფროდრიხ სამუელ ჰანემანის მიერ, რომელმაც გააკეთა საოცარი აღმოჩენა, რაც დაედო საფუძვლად ახალ მეთოდს, რომელსაც ავტორმა ჰომეოპათია დაარქვა. ეს ტერმინი მან ჰიპოკრატესგან აიღო. ჰანემანის გენიამ ბევრად გაუსწრო დროს. მან შექმნა ინფორმაციული მედიცინა, მაშინ როცა ჯერ კიდევ ინფორმაციული ველების შესახებ არაფერი იყო ცნობილი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აქ ღვთიური განგების ხელი ურევია.

-აბა, საიდან მოდის ეს გაუგებრობა ? ვიღაცის ინტერესებში ხომ არ შედის ?

-რა თქმა უნდა ! იმათ ინტერესებშია, ვისაც ეშინია ჰომეოპათიის განვითარების, როგორც კონკურენტის. იმისი ვის წამლის ბიზნესსაც საფრთხეს უქმნის, ანუ წამლის მაფიას.

სერიოზული მტერი გყოლიათ…მერე ხელს არ გიშლიან ?

-ყველანაირად ცდილობენ დაბლოკონ ამ დარგის განვითარება, მოახდინონ მისი დისკრიდიტაცია, მაგრამ, როგორც ემანუელ კანტი ამბობს – „ჭეშმარიტება ერთია. თავპირს დაგამტვრევინებს და თავისთან მიგიყვანს”.

მოსახლეობის მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ვეღარ აჩერებენ მის განვითარებას, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსახლეობის თვალში დააკნინოს მისი შესაძლებლობები. ამისათვის ხელს უშლიან მის ინტეგრირებას მედიცინაში, განსაკუთრებით სამედიცინო განათლების სისტემაში. გასაგებია რატომაც არ აწყობთ ამ დარგის განვითარება, განსაკუთრებით აქტიურობს ჯანმო ( მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ) . რამდენიმე წლის წინ წერილები დააგზავნა თავის წევრ ქვეყნებში, სადაც ითხოვდა ჰომეოპათიის შეძლებისადამი დაბლოკვას, ან სულაც აკრძალვას. იქ, სადაც ეს დარგი მაინც ვითარდება ხელს უწყობენ იმას, რომ პროფესიონალები უვიცებით ჩაანაცვლონ. ისეთ სიტუაციებს ქმნიან, რომლებიც ხელს უწყობენ შარლატანების ბოგინს, ეს კი ფრიად საშიში ტენდენციაა, არა მარტო ამ დარგში, არამედ ზოგადად მედიცინაში, რადგან პაციენტების სიცოცხლესთან თამაში დაუშვებელია.

რატომ ცდილობენ ამას ?

-იმიტომ რომ დღევანდელი მედიცინა ემსახურება ,,ბიგ ფარმას” – ბიზნეს ინტერესებს, რომელიც ცდილობს, რომ ადამიანი აქციოს მის მუდმივ მომხმარებლად, ჰომეოპათია კი, ადამიანის განკურნებაზეა ორიენტირებული და ცდილობს, რომ მინიმალური წამლის რაოდენობით განკურნოს, უფრო სწორად კი, ჩართოს ორგანიზმში არსებული თვითრეგულაციის მექანიზმები, რომლების შესახებაც დღევანდელმა მედიცინამ ცოტა რამ იცის. ცნობილია, რომ არსებული რეზერვების მხოლოდ მცირე ნაწილს ვიყენებთ იმ უდიდესი პოტენციალიდან, რაც ღმერთმა თითოეულ ჩვენთაგანს მოგვცა.

ფარმმაფია ჰომეოპათიურ წამლებზე დიდ ფულს ვერ იშოვის, რადგან ეს წამლები არის იაფი, სამაგიეროდ, ძვირად ფასობს ექიმის შრომა, რაც მართლაც, რომ ძალიან რთულია. აქ არ არსებობს გაიდლაინებით და ვიღაცის მიერ შედგენილი პროტოკოლებით მკურნალობა. ყველა ადამიანი განსხვავდება, როგორც თავისი ყოფით, ასევე ავადმყოფობით, ამიტომ მკურნალობას ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. განკურნების ეფექტი დამოკიდებულია ექიმის ცოდნის დონეზე, წამლის ხარისხზე და პაციენტის მზაობაზე, რომ გამოჯანმრთელდეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა მოგეჩვენოთ, პაციენტების დიდი ნაწილი განკურნებაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ მკურნალობის პროცესზე, ანუ მუდმივად უნდა იაროს ექიმებთან, ილაპარაკონ თავის დაავადებაზე, მიიღონ დავთრებად გამოწერილი წამლები. ახლა ამას დაემატა ახალი ფორმა – სოციალურ ქსელებში რჩევების კითხვა, სადაც ისეთ აბსურდებს შეხვდებით !…უნდა ნახოთ, როგორი სერიოზული გამოხმაურებები აქვს ხოლმე ამ რჩევებს !

ბევრისგან მსმენია, რომ ამ წამლებს მხოლოდ პლაცებო ეფექტი აქვს, ანუ ფსიქოლოგიური…

-ეს ჩვენი მტრების გამოგონილი სიცრუეა. აბა, დაფიქრდით, რას აქვს მეტი პლაცებო ეფექტი : ბრინჯისხელა 3 მარცვალს, თუ პეშვით მიღებულ ლამაზად შეფუთულ აბებს და მტკივნეულ ნემსებს ? ცხოველებზე და ჩვილ ბავშვებზე როგორღა იმოქმედებს პლაცებო ? მე მათ ვთავაზობ : თუკი, პლაცებო ეფექტით შეიძლება მილიონობით ადამიანის განკურნება 3 საუკუნის მანზილზე, მაშინ რაღა საჭიროა ამხელა ფარმაკოლოგიური ინდუსტრია ? დახურონ ფაბრიკები ! გაუმარჯოს პლაცებოს !

ჰომეოპატიის შესაძლებლობები დღემდე ბოლომდე არ არის გახსნილი. ეს არის ინფორმაციული მედიცინა.

რამდენადაა პოპულარული დღეს ჰომეოპათია მსოფლიოში და ჩვენთან ?

-დღითიდღე იზრდება ჰომეოპათიის პოპულარულობა, რაც უფრო მაღალია მოსახლეობის კულტურა და ინტელექტი, მით მეტია მოთხოვნილება ამ მეთოდით მკურნალობაზე. განსაკუთრებით კოვიდ 19- ის მერე, როდესაც ადამიანებს დაეკარგათ ნდობა სააფთიაქო წამლებისა და მზა გაიდლაინებით მკურნალობის მიმართ. მაგალითად, მონაკოში მოსახლეობის 85 % მხოლოდ ჰ.იას იყენებს, საფრანგეთში კი- 65 %-ს.

რამდენადაც ვიცი, თქვენ ადრე ფართოდ იყენებდით ჰომეოპათიურ წამლებს გრიპის სამკურნალოდ…თუ გამოიყენეთ ამ კოვოდ პანდემიის დროს ?

-სწორად გახსოვთ. ჰომეოპათიის აკადემიაში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, შევიმუშავეთ გრიპის მართვის სტრატეგია, რომელმაც 25 წელიწადი წარმატებულად იმუშავა. მასში შედის, როგორც ვირუსების პროფილაქტიკა, ისე მკურნალობაც, მაგრამ ამ პანდემიის დასაწყისშივე ისეთი პროცესები განვითარდა, რომ მივხვდით, რომ რაღაც გრანდიოზული მზაკვრობა იგეგმებოდა და გადავწყვიტეთ ყველაფერი დაგვეკეტა. სასწავლო პროცესიც და სამკურნალოც.

თქვენ შექმენით გრიპის მკურნალობის ტაქტიკა ?

-არა. ჩევენ დავეყრდენით უკვე არსებულ გამოცდილებას. კარგად არის ცნობილი ჰომეოპათიით მკურნალობის შესახებ სხვადასხვა ეპიდემიების დროს. მაგალითად, ნაპოლეონის ჯარში ფრანგი ჰომეოპათების მიერ ქოლერის ეპიდემიის გაჩერება. ყველაზე მასშტაბური იყო „ისპანკად“ წოდებული 1918-20 წელი – გრიპის ეპიდემიის დროს ამერიკელი ჰომეოპათების მიღწევა. მათ შესძლეს სიკვდილიანობა 33 % -დან 1.3 %- მდე დაეყვანათ. ასევე, ვიცოდით თუ როგორ იქნა გამოყენებული ეს მეთოდი ჭიათურის გუბერნიაში ჩემი წინაპრის მიერ.

თუ იყენებდით კოვიდის დროს ჰომეოპათიურ წამლებს ?

– შინაურებში და ახლობლებში კი და შესანისნავი შედეგებიც გვქონდა. ასევე ხდებოდა მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია და ვუზიარებდით ერთმანეთს გამოცდილებას, მაგრამ ოფიციალურად ამაზე განაცხადი არავის გაუკეთებია, რადგან ყოველგვარი ჩარევა და ინიციატივის გამოჩენა სარისკო იყო და ისჯებოდა დისკვალიფიკაციითა და სამსახურის დაკარგვით. ხომ იცით, რომ მხოლოდ ჯანმოს მოწოდებული პროტოკოლებით შეიძლებოდა მკურნალობა.

მოსახლეობას ახსოვს თქვენი მასშტაბური საქველმოქმედო აქციები სხვადასხვა სტრესული სიტუაციების დროს. ამ ნევროტიზირებულ ფონზე, რამდენად შეუძლია ჰომეოპათიას ადამიანების დამშვიდება ?

-მართალია, არაერთი ეგეთი აქცია გაგვიკეთებია ადამიანების სტრესიდან გამოსაყვანად. მაგალითად, თბილისის მიწიძვრის დროს 18 000 ოჯახს დავეხმარეთ, მარგამ ახლა, ამას არ ვაპირებ. მაშინ სხვა ემოციური ფონი იყო და ადამიანები დახმარებისთვის მადლობას გვეუბნებოდნენ. ახლა კი სხვა ვითარებაა. ადამიანები ძალიან შეიცვალენ. ზოგი ისეთი აგრესიული და გაბოროტებულია, რომ შეიძლება ისე მოგიტრიალონ შენი კარგი განზრახვა და ისეთი რამ დაგაბრალონ, რასაც ვერც კი წარმოიდგენ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ?

-ჩემი მთავარი მიზანია ბავშვები გადავარჩინო იმ შხამებისგან, რითაც მათ ასე გულმოდგინედ „მკურნალობენ“ და ვიცი, რომ ღვთის წყალობით, მე ამას შევძლებ !

მინდა გაგიზიაროთ ბულგარელი ნათელმხილველი ვანგას სიტყვები, რომელიც 1994 წელს მითხრა – ,,ჰომეოპათია არის მომავლის მედიცინა ! მოვა დრო, როცა ახლა არსებული წამლები თავისით განადგურდებიან და მხოლოდ ჰომეოპათიურები დარჩება”. მას მერე სულ ველოდები. ახლა კი ვხედავ, რომ ეს დრო უკვე მოვიდა ! ასე რომ, ვაპირებ ჰომეოპათიის განვითარებას უფრო აქტიურად მივხედო.

ჰომეოპათია ჯადოსნური ჯოხივითაა. გააჩნია ვის ხელში მოხვდება ! მცოდნეს ხელში შეიძლება განკურნების სასწაული ვიხილოთ, ხოლო უვიცი შარლატანის ხელში, შეიძლება საშიშიც კი გახდეს. ეს ძალიან რთული დარგია, როგორც შესასწავლად, ასევე სამუშაოდ.

გიორგი კორძაძე

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor