• March

    13

    2025
  • 81
  • 0
არგენტინაში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა

არგენტინაში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა

არგენტინაში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა.

ქვეყნის დედაქალაქ ბუენოს აირესში ეროვნული კონგრესის წინ შეკრებილი დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის საპენსიო პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა. მომიტინგეები სამართალდამცავების მიმართულებით კი სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.

როგორც „როიტერი“ წერს, აქციები პენსიონერების მიერ არის ორგანიზებული, რომელთა მოთხოვნებს შორისაა პენსიების ზრდა და მილეის მიერ უფასო მედიკამენტების შემცირების გაუქმება.

ცნობისთვის, 2023 წლის ბოლოს, პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ, ხავიერ მილეიმ მნიშვნელოვნად შეამცირა პენსია, რაც წარმოადგენს ინფლაციის შესაკავებლად მიმართულ სამთავრობო ხარჯების გადახედვის ნაწილს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor