• March

    13

    2025
  • 65
  • 0
ილჰამ ალიევი – ენტონი ბლინკენის პოლიტიკამ აზერბაიჯანისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა, ფაქტობრივად, გაანულა

ილჰამ ალიევი – ენტონი ბლინკენის პოლიტიკამ აზერბაიჯანისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა, ფაქტობრივად, გაანულა

ენტონი ბლინკენის პოლიტიკამ, ფაქტობრივად, გაანულა აზერბაიჯანის და აშშ-ის ურთიერთობები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოს ფორუმზე განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის მიერ აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესებამ ქვეყანაში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.

„ჩვენ ავაშენეთ ეს ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ ვიყავით აშშ-ის სანდო, ახლო პარტნიორები და ისინი იყვნენ ჩვენი. როცა სჭირდებოდათ, მათთან ვიყავით. როდესაც საქმე ერაყს ეხებოდა, ჩვენ ვიყავით, დიახ, როცა საქმე ავღანეთს ეხებოდა, დიახ, ჩვენ შევუერთდით ავღანეთის ოპერაციებს 2001 წელს, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყანა და ჩვენ ვიყავით უკანასკნელები, ვინც დავტოვეთ ეს ქვეყანა“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor