• March

    14

    2025
  • 124
  • 0
თენგიზ შარმანაშვილი – აშშ-ის სპეცსამსახურები აღნიშნავენ, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის შემთხვევები აღარ გვაქვს, ეს უზარმაზარი წარმატებაა

თენგიზ შარმანაშვილი – აშშ-ის სპეცსამსახურები აღნიშნავენ, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის შემთხვევები აღარ გვაქვს, ეს უზარმაზარი წარმატებაა

ამერიკული სპეცსამსახურები აღნიშნავენ, რომ გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის არცერთი შემთხვევა აღარ გვაქვს, ეს უზარმაზარი წარმატებაა და ყველას უნდა გვახარებდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილი გამოეხმაურა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს მსოფლიოში „ტერორიზმის ინდექსის დონის“ შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია ექვსი ადგილით გაუმჯობესდა და ნულოვანი დონით, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ბოლო ადგილზეა.

„ეს მოსალოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები იძაბებოდა ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ისინი იძულებული იყვნენ, ეთქვათ, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ამას ამბობდნენ ტერორიზმთან ბრძოლაში ამერიკული სპეცსამსახურები და საქართველოს განსაკუთრებულ როლს აღნიშნავდნენ. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ზოგადი საუბარი, არამედ კონკრეტულ შედეგებთან დაკავშირებული. მოსალოდნელი იყო, რომ ეს ინდექსი გაუმჯობესდებოდა. გახსოვთ, რომ საქართველოს მოქალაქეები გლობალურ ტერორისტულ ქსელში იყვნენ ჩართულები, მოწინავე პოზიციებიც კი ეკავათ და ამ მძიმე სიტუაციიდან დავიძარით. ახლა უკვე ამერიკული სპეცსამსახურები აღნიშნავენ, რომ არცერთი შემთხვევა აღარ გვაქვს გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობისა. ეს არის უზარმაზარი წარმატება. გლობალური უსაფრთხოების, მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში ჩვენი სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავების წარმატება ყველას ერთად უნდა გვახარებდეს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor