• March

    18

    2025
  • 71
  • 0
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე სალიხ შაინიძემ მიღო.

„მზია ამაღლობელი ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 ოლარის ოდენობით“, – განაცხადა მოსამართლემ.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური და მოსამართლის მიმართ შეძახილები მოჰყვა.

პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარეობს მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია.

დღესვე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, თუმცა პროცესი გადაიდო იმ მოტივით, რომ დაცვის მხარემ წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები, ბრალდების მხარემ კი ამ მტკიცებულებების უკეთ გასაცნობად დრო მოითხოვა. დღევანდელ სხდომას თავად მზია ამაღლობელიც ესწრებოდა.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს, გვიან ღამით აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, ერთი საათით დააპატიმრეს, გათავისუფლების შემდეგ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, ხელმეორედ, უკვე სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. მზია ამაღლობელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor