• March

    19

    2025
  • 84
  • 0
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, გურიის რეგიონში, საგანგებო მართვის გეგმების შემუშავებაზე უფლებამოსილი პირებისთვის, სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით სწავლება ჩაატარა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, გურიის რეგიონში, საგანგებო მართვის გეგმების შემუშავებაზე უფლებამოსილი პირებისთვის, სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით სწავლება ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, საგანგებო მართვის გეგმების შემუშავებაზე უფლებამოსილი პირებისთვის, სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით სწავლება ჩაატარა.

სწავლების მიზანს, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მომზადება, მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის შემუშავება, განხილვა, ნაკლოვანებათა გამოვლენა და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა.

სწავლების პროცესში, რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები და ადგილობრივი, მოხალისეთა ჯგუფები.

აღნიშნულის ფარგლებში, როგორც მონაწილეებისთვის, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სახანძრო-სამაშველო სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლებების ჩატარებას.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor