• March

    20

    2025
  • 149
  • 0
სსიპ ,,თავდაცვის მოხალისესა” და სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტოს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ ,,თავდაცვის მოხალისესა” და სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტოს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტის განხორციელების მიმართულებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან უკვე წლებია აქტიურად თანამშრომლობს. სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში დღეს, სსიპ „თავდაცვის მოხალისესა“ და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სსიპ „თავდაცვის მოხალისის“ დირექტორმა, გიორგი სახოკიამ და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ბააკაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი ახალგაზრდებში მოხალისეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის მხარდაჭერას და მოხალისეობრივ საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. იგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება, სამხედრო-სასწავლო, სალაშქრო და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება, კონფერენციებისა და სემინარების მოწყობა, ასევე მოხალისეობრივი ინიციატივების განხორციელება.

„თავდაცვის მოხალისესა“ და „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მოხალისეობის პოპულარიზაციას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor