• March

    23

    2025
  • 74
  • 0
ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადამ მოსწავლეებს „ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში უმასპინძლა

ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადამ მოსწავლეებს „ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში უმასპინძლა

თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტის ,,ერთი დღე ჯარში” ფარგლებში ღია კარის დღე მოეწყო. სამხედრო ქვედანაყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდას საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ახალგაზრდები ჯარისკაცების ყოველდღიურობას გაეცნენ. მათ საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი ყაზარმები, ლაზარეთი, სპორტული დარბაზი, ბაზის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, ასევე კრიზისებზე რეაგირების აღჭურვილობა.

სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს ეროვნული გვარდიის ისტორია უამბეს და გვარდიის ფუნქციები და მოვალეობები გააცნეს. მოსწავლეებმა სპეციალურად მათთვის ორგანიზებულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის ბრძოლის ველზე დაშავებულის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესებს გაეცნენ და თეორიულად შესწავლილი საკითხები პრაქტიკაშიც გაითამაშეს. დღის ბოლოს სტუმრებმა ბრიგადის სასადილოში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ,,ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

„ერთი დღე ჯარში“ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე რეგულარულად იმართება. პროექტი ქართული ჯარის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის მეტ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor