• March

    24

    2025
  • 75
  • 0
თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი აშშ-დან 34 მედლით დაბრუნდა

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი აშშ-დან 34 მედლით დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი აშშ-ში, ტეხასის შტატში გამართული საჰაერო ძალების და საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან ღირსეული გამარჯვებით დაბრუნდა. ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა 18 ოქროს, 11 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

სამხედრო პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ასევე სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე დახვდნენ, ღირსეული გამარჯვება მიულოცეს და წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს.

საჰაერო ძალების და საზღვაო ქვეითთა თამაშები ტეხასის შტატში, ქალაქ სან-ანტონიოში, საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე გაიმართა. სპორტულ შეჯიბრში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა გუნდმა უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა. ქართველი სამხედრო პარასპორტსმენები სპორტის ინდივიდუალურ და გუნდურ ისეთ სახეობებში ასპარეზობდნენ, როგორიცაა მშვილდოსნობა, ველორბოლა, ნიჩბოსნობა, მძლეოსნობა – ბირთვის და ბადროს სროლა, ძალოსნობა, ცურვა, სირბილი, სროლა შაშხანით და პისტოლეტით, მჯდომარე კალათბურთი, მჯდომარე ფრენბურთი.

პარასპორტული ღონისძიების მიზანს წარმოადგენს დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს შორის პრობლემების დაძლევაში გამოცდილების გაზიარება, თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლება, სხვა ქვეყნების დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან კომუნიკაციის დამყარება, რაც ხელს უწყობს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor