• March

    24

    2025
  • 73
  • 0
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანი – ამერიკაში თუ არალეგალურად შესვლას აპირებთ, არც იფიქროთ ამაზე, ჩვენს კანონებს თუ დაარღვევთ, აუცილებლად გიპოვით, აქ კრიმინალების ადგილი არ არის

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანი – ამერიკაში თუ არალეგალურად შესვლას აპირებთ, არც იფიქროთ ამაზე, ჩვენს კანონებს თუ დაარღვევთ, აუცილებლად გიპოვით, აქ კრიმინალების ადგილი არ არის

პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ჩვენ ვიცავთ ამერიკულ ოჯახებს, უკანონოდ შესვლას თუ შეეცდებით, დაგიჭერენ, გაგიყვანენ და აღარასდროს დაბრუნდებით, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„მე ვარ კრისტი ნოემი, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მდივანი. გმადლობთ, პრეზიდენტო დონალდ ტრამპ ჩვენი საზღვრის დაცვისთვის და ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებისთვის. ნება მომეცით, პრეზიდენტ ტრამპის გზავნილი მივაწოდო მსოფლიოს.
თუ ამერიკაში არალეგალურად შესვლას აპირებთ, არც იფიქროთ ამაზე.

გარკვევით ვაცხადებ, ჩვენს ქვეყანაში თუ შემოხვალთ და დაარღვევთ ჩვენს კანონებს, ჩვენ აუცილებლად გიპოვით. შეერთებულ შტატებში კრიმინალების ადგილი არ არის.

სუსტმა ხელმძღვანელობამ ჩვენი საზღვრები ზედმეტად დიდხანს ღიად დატოვა. გადაავსო ჩვენი საზოგადოება ნარკოტიკებით, ადამიანებით მოვაჭრეებითა და მოძალადე კრიმინალებით. ეს დღეები წარსულში დარჩა.

პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ჩვენ ვიცავთ ამერიკულ ოჯახებს და აღვადგენთ მათ უსაფრთხოებას. უკანონოდ შესვლას თუ შეეცდებით – დაგიჭერენ, გაგიყვანენ და აღარასდროს დაბრუნდებით.

დაიცავით კანონი და იპოვით შესაძლებლობას. თუ დაარღვევთ – იპოვით და აგებთ პასუხს. ძლიერი საზღვრები ნიშნავს უფრო ძლიერ ამერიკას. პრეზიდენტი ტრამპი ამერიკას კვლავ უსაფრთხოს ხდის“, – განაცხადა კრისტი ნოემმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor