• March

    24

    2025
  • 76
  • 0
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი პორტრეტი, რომელიც კოლორადოს შტატის გუბერნატორმა შტატის კაპიტოლიუმში გამოფინა, მიზანმიმართულადაა დამახინჯებული

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი პორტრეტი, რომელიც კოლორადოს შტატის გუბერნატორმა შტატის კაპიტოლიუმში გამოფინა, მიზანმიმართულადაა დამახინჯებული

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი პორტრეტი, რომელიც კოლორადოს შტატის გუბერნატორმა შტატის კაპიტოლიუმში გამოფინა, მიზანმიმართულადაა დამახინჯებული.

„არავის მოსწონს თავისი ცუდი ნახატი ან სურათი, მაგრამ ის, რომელიც კოლორადოში, შტატის კაპიტოლიუმში გუბერნატორმა გამოფინა სხვა პრეზიდენტების გვერდით, მიზანმიმართულად იყო დამახინჯებული ისეთ დონეზე, როგორიც მე აქამდე არ მინახავს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, კოლორადოში ბევრია უკმაყოფილო აღნიშნული პორტრეტის გამო.

„არტისტმა ასევე დახატა პრეზიდენტი ობამა და ის შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ ჩემი ნამდვილად ყველაზე ცუდია. ალბათ მან ნიჭი დაკარგა ასაკის მატებასთან ერთად. ნებისმიერ შემთხვევაში, მირჩევნია, საერთოდ არ მქონდეს სურათი, ვიდრე ასეთი მქონდეს, მაგრამ კოლორადოდან ბევრმა დარეკა და მოიწერა საჩივრით. სინამდვილეში, ისინი გაბრაზებული არიან ამის გამო. მე მათი სახელით ვესაუბრები რადიკალ მემარცხენე გუბერნატორს, ჯარედ პოლისს, რომელიც უკიდურესად სუსტია კრიმინალთან მიმართებით, განსაკუთრებით ტრენ დე არაგუას მიმართ, რომელმაც პრაქტიკულად აიღო ავრორა (ნუ ინერვიულებთ, ჩვენ გადავარჩინეთ), რომ ჩამოაგდონ. ჯარედს საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს“, – წერს დონალდ ტრამპი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor