• March

    24

    2025
  • 80
  • 0
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთში ძალადობაზე სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთში ძალადობაზე სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში ბოლო დღეებში მომხდარ ძალადობაზე სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციურ სახალხო-რესპუბლიკური პარტიას ეკისრება.

როგორც თურქეთის ლიდერმა განმარტა, მარგინალური ორგანიზაციებისა და ბანდიტების თავდასხმების გამო ბოლო დღეებში 123 პოლიციელი დაშავდა.

„ჩვენ შეშფოთებით ვადევნებდით თვალყურს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა ოპოზიციური პარტიის ლიდერის მოწოდების შემდეგ, რაც სწრაფად გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში. მარგინალური ორგანიზაციებისა და ბანდიტების თავდასხმების გამო ამ დღეებში დაშავდა ჩვენი 123 პოლიციელი. სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელობამ, მათ შორის ამ პარტიის თავმჯდომარემ, წარმოაჩინეს უგუნურობის ნათელი მაგალითი. პარტიის ლიდერი და მისი მხარდამჭერები, რომლებმაც ხალხი ქუჩაში გამოსვლისკენ წააქეზეს, სრულად არიან პასუხისმგებელი პოლიციელების დაშავებაზე, მაღაზიების მფლობელების ზარალზე, რომელთა ვიტრინებიც დაიმსხვრა, ასევე მილიარდობით ლირის ღირებულების სახელმწიფო საკუთრებისთვის მიყენებულ ზიანზეც. ეს ყველაფერი განხილული იქნება პარლამენტში, ხოლო იურიდიული ანგარიშები ამის შესახებ წარედგინება სასამართლოს”, – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ.

ცნობისთვის, თურქეთში 19 მარტიდან დააპატიმრეს სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. იმამოღლუს ბრალი კორუფციასა და ტერორიზმის ხელშეწყობაში წაუყენეს.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor