• March

    25

    2025
  • 76
  • 0
„ერთი დღე ჯარში“ – პროექტის ფარგლებში მე-5 საარტილერიო  ბრიგადას თბილისისა და რუსთავის  სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

„ერთი დღე ჯარში“ – პროექტის ფარგლებში მე-5 საარტილერიო ბრიგადას თბილისისა და რუსთავის სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე პროექტი – „ერთი დღე ჯარში“ აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, ვაზიანის მე-5 საარტილერიო ბრიგადამ თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო, რუსთავის მე-9 საჯარო და თბილისის კერძო სკოლა „აისის“ 100-მდე მოსწავლეს უმასპინძლა. სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ მე-9 კლასების მოსწავლეები, რომელთა სასწავლო პროგრამაშია საგანი – „სამხედრო საქმე“.

მოზარდებს ჯარისკაცის ცხოვრების წესის, მათი ყოველდღიურობის გაცნობის, მათთან გასაუბრებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ. სტუმრებმა ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა, სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დიდი ინტერესით დაათვალიერეს. ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე გმირთა მემორიალთან, მოსწავლეებმა დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ვიზიტის დასასრულს კი, „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

პროექტის – „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, რეგულარულად ხორციელდება მოსწავლეთა ვიზიტი ქვეყნის მასშტაბით თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებში. პროექტი ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და საზოგადოებაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor