• March

    25

    2025
  • 76
  • 0
თეთრი სახლი – შეერთებული შტატები და რუსეთი შავ ზღვაში ზავსა და ენერგოობიექტებზე თავდასხმების აკრძალვაზე შეთანხმდნენ

თეთრი სახლი – შეერთებული შტატები და რუსეთი შავ ზღვაში ზავსა და ენერგოობიექტებზე თავდასხმების აკრძალვაზე შეთანხმდნენ

აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები საუდის არაბეთში 24 მარტს მოლაპარაკებების შედეგად შავ ზღვაში ზავისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმების აკრძალვის შესახებ შეთანხმდნენ.

ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების გამორიცხვასა და შავ ზღვაში სავაჭრო გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების თავიდან აცილებაზე.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმდნენ ზომების შემუშავებაზე რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების აკრძალვის შესახებ შეთანხმების განსახორციელებლად.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი გააგრძელებენ მუშაობას მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

ამასთან ერთად, აშშ გააგრძელებს მხარეებს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობას მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად ერ-რიადში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად.

ცნობისთვის, რუსეთსა და აშშ-ს შორის შეხვედრა ერ-რიადში 24 მარტს 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კრემლში აცხადებენ, რომ საუდის არაბეთში ამერიკულ დელეგაციასთან განხილვა ფოკუსირებული იყო შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განახლების საკითხზე.

ამასთან ერთად, დღეს საუდის არაბეთში გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა უკრაინული და ამერიკული დელეგაციების მონაწილეობით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor