• March

    27

    2025
  • 88
  • 0
პროექტი “ჩვენი ჯარი” გრძელდება

პროექტი “ჩვენი ჯარი” გრძელდება

პროექტი “ჩვენი ჯარი” გრძელდება. ამჯერად სამხედრო მოსამსახურეები ქ.თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ესტუმრნენ და უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების ძირითადი დანიშნულება გააცნეს.

სამხედროებმა მოსწავლეებს ქართული ჯარის ისტორიაზე, ჯარისკაცის პროფესიაზე, თავდაცვის ახალ კოდექსზე და ჯარის ძირითად პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ესაუბრნენ . მოსწავლეებმა სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„ჩვენი ჯარი“ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი 2018 წლიდან ხორციელდება. 2023 წლიდან „ჩვენი ჯარი“ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც მოიცავს და საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და უნივერსიტეტებში წარმატებით მიმდინარეობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor