
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
მარია ზახაროვამ განმარტა, თუ რას გამოიწვევს აშშ-ის ქმედებები ისრაელში
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ამერიკის გეგმა გააგზავნოს საკუთარი სამხედროები ისრაელში პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, მხოლოდ ერთ შედეგს მოიტანს : ,,ყველა დანარჩენი გაიჭედება”…ამის შესახებ ზახაროვამ თავის ტელეგრამ არხზე განაცხადა.
,, არადა, ხუთშაბათს, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატები არ გეგმავს ბრძოლას ისრაელის მხარეს, ასევე ისრაელსაც არ სურს ესო.
თუმცა, ასე ვთქვათ, რისი გაკეთებაც შეეძლოთ უკვე გააკეთეს. ახლა, როგორც ყოველთვის, ყველა დანარჩენი იჭედება “,- წერს მარია ზახაროვა.
,, Geo News “





