
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ემანუელ მაკრონი – საფრანგეთი „ყველაფერს გააკეთებს“ „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა „ყველაფერს გააკეთებს“ „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მძევლები განთავისუფლდნენ, მიუხედავად მათი ეროვნებისა“, – განაცხადა მაკრონმა.
,, ჩვენი ქვეყანა თანამშრომლობს ისრაელის ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან, რათა ფრანგი მძევლები “უსაფრთხოდ და ჯანმრთელები” სახლში დააბრუნონ. ”საფრანგეთი არასოდეს ტოვებს თავის შვილებს”, – დასძინა მან.
,, ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი ისეთი ტერორისტული ჯგუფებისგან, როგორიცაა „ჰამასი“, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების შენარჩუნებით. „ტერორიზმთან ბრძოლა ვერ ჩაანაცვლებს მშვიდობის ძიებას“,- განაცხადა მაკრონიმ.
ცნობილია, რომ „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ საფრანგეთის 17 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, დაკარგულად ითვლება. დაღუპილია სულ მცირე 12 საფრანგეთის მოქალაქე.





