
გრუნის ბიზნესის სკოლის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა აბიტურიენტებთან
ბიზნესის სკოლის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა აბიტურიენტებთან
26 მარტს, 19.00 საათზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლა ღია კარის დღეზე იწვევს აბიტურიენტებს. სკოლის წარმომადგენლები აბიტურიენტებს გააცნობენ ბიზნესის ადმინისტრირებისა (მენეჯმენტი/მარკეტინგი/ფინანსები) და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამებს.
შეხვედრა გაიმართება ონლაინ.
აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ინფორმაცია პროგრამების ძირითადი მახასიათებლების, ძლიერი მხარეების, საერთაშორისო მობილობის და წამყვან ქართულ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრის ბმული: https://meet.google.com/ttp-xwox-uhj
,,GEO NEWS”





