• March

    31

    2025
  • 143
  • 0
საპარლამენტო საგამოძიებო კომისია – სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი !

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია – სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი !

საქართველოში ბოლო დღეებში გამართული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომები ცხადყოფს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლის აღდგენა და წარსული დანაშაულების გამოძიება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროცესია.

კომისიის მიერ განხილულ საქმეებში ნათლად გამოჩნდა, როგორ გამოიყენებოდა ძალაუფლება წარსულში, როგორ ხდებოდა ბიზნესის, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების დევნა.

კომისიას ისტორიული მისია აქვს – წარმოაჩინოს სიმართლე, აღადგინოს სამართლიანობა და ქვეყანაში სამართლებრივი პროცესი მაღალი სტანდარტებით წარმართოს.

საგამოძიებო კომისიის მისია და საქმიანობა : 

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ამოცანაა, გამოავლინოს წარსული ხელისუფლების ბნელი კუთხეები და საზოგადოებას წარუდგინოს სრულყოფილი ინფორმაცია.

გამოკითხვებზე მიწვეულნი არიან ყოფილი მაღალჩინოსნები, სამხედრო პირები და სხვა გავლენიანი ფიგურები, რომელთა საქმიანობა კითხვებს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მათგანმა თავი აარიდა კომისიის წინაშე გამოცხადებას, ეს ვერ შეაფერხებს სიმართლის დადგენის პროცესს.

კომისიის სხდომებზე გამოიკვეთა მრავალი სკანდალური დეტალი. მაგალითად : ზოგიერთი მოწმე ცდილობდა წარსულში ჩადენილი ქმედებების გამართლებას, სხვები კი საჯაროდ ინანიებდნენ.

ამ პროცესის მეშვეობით, საზოგადოება იღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას იმ პერიოდის რეალობების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური პასუხისმგებლობის განსაზღვრას.

ვინ დაკითხა კომისიამ და ვინ აარიდა თავი დაკითხვას ?

საგამოძიებო კომისიის წინაშე უკვე წარდგნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის სამხედრო და პოლიტიკური პირები.

დაკითხულთა შორის არის მიხეილ ქარელი, რომელმაც მკვეთრი შეფასებებითა და გახმაურებული განცხადებებით მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ასევე, ზაზა გოგავა, რომელმაც აგვისტოს ომის დროს მოსახლეობის გაფრთხილების საკითხზე ისაუბრა, თუმცა შემდგომში საკუთარი განცხადებები არაერთგვაროვანი პათოსით წარმოადგინა. დაკითხვა გაიარა მამუკა ყურაშვილმაც, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ მონაკვეთში აღნიშნა, რომ სააკაშვილმა მას ბრიყვი უწოდა, თუმცა თავად ასე არ მიაჩნია.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე ფიგურამ თავი აარიდა კომისიის წინაშე გამოცხადებას.

ირაკლი ოქრუაშვილმა არ უპასუხა კომისიის კითხვებს და თავი შეიკავა პროცესში მონაწილეობაზე.

მამუკა ხაზარაძემ საერთოდ არ აღიარა კომისიის ლეგიტიმურობა და ამ გზით სცადა პროცესის დისკრედიტაცია. ვაშაძე კი, არც კომისიაზე გამოცხადდა და არც საჯარო ბოდიში მოუხდია პოლიციელზე ძალადობის გამო. მათი საქციელი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ამ პიროვნებებს პასუხისგებისგან თავის დაღწევა სურთ.

როგორ დაისჯებიან ისინი, ვინც კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა ?

კანონის თანახმად, საგამოძიებო კომისიის მოწოდებულ მოწმეებს ვალდებულება აქვთ, დაესწრონ სხდომებს და გასცენ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები. იმ შემთხვევაში, თუ მოწმე ამ ვალდებულებას არ ასრულებს, ეს შეიძლება სამართლებრივი შედეგებით დასრულდეს.

კომისიის მიერ მოპოვებული მასალები გადაეცემა შესაბამის უწყებებს, რაც შეიძლება სისხლის სამართლის საქმის წარმოების საფუძველი გახდეს.

სამართლებრივი მექანიზმები მკაცრია – ცრუ ჩვენების მიცემა, კომისიის წინაშე არ გამოცხადება ან ფაქტების დამალვა შეიძლება დანაშაულად შეფასდეს. ამჟამად, კომისია ამ საკითხებზე მუშაობს და უახლოეს მომავალში, გასაჯაროვდება ინფორმაცია, რა ზომები იქნება მიღებული იმ პირების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს დაკითხვაზე.

კომისიის წევრთა პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობა :

საპარლამენტო კომისიის წევრები, მათ შორის სოზარ სუბარი, ალექსანდრე ტაბატაძე და გურამ მაჭარაშვილი, უდიდესი პროფესიონალიზმით მიუდგნენ დაკითხვების პროცესს. მათი ზედმიწევნითი სიზუსტით დასმული კითხვები ნათლად აჩვენებს, რომ კომისია არა მხოლოდ პოლიტიკურ ვალდებულებას ასრულებს, არამედ ისტორიულ პასუხისმგებლობასაც იღებს.

ბევრი მოწმის წინააღმდეგობრივი განცხადებები, კომისიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და საზოგადოებრივი გამოხმაურება ცხადყოფს, რომ ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან, არაერთი კრიტიკისა, კომისია არ ღალატობს თავის ძირითად პრინციპებს – სიმართლის დადგენას და სამართლიანობის აღდგენას.

პოლიტიკური განაჩენი და სამართლიანობის აღდგენა :

ქართულმა საზოგადოებამ 2012 წლის არჩევნებით უკვე გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი წინა ხელისუფლებას, თუმცა ახლა დროა, სამართლებრივი შედეგებიც დადგეს. ამ კუთხით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან მისი საქმიანობა მკაფიო გზავნილია : სამართალი ყველასთვის უნდა იყოს ერთნაირად ხელმისაწვდომი და ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება უნდა იყოს გამოძიებული.
ეს პროცესი ამავდროულად მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯია. თუ დემოკრატიული ინსტიტუტები შეძლებენ წარსულის შეცდომების გამოსწორებას, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას და მოქალაქეთა ნდობას სამართლებრივი სისტემის მიმართ.

დასკვნა :

მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, რომ კომისიის მუშაობას ჩრდილი მიაყენოს, პროცესი შეუქცევადია.

კომისიის თავმჯდომარე და მისი წევრები თავდაუზოგავად მუშაობენ იმისთვის, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი კითხვები პასუხგაცემული იყოს.

დროებითი საგამოძიებო კომისია, არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესის ნაწილი, არამედ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის გარანტიცაა. მისი საქმიანობა მიანიშნებს, რომ სამართალი მხოლოდ თეორიული ცნება არ არის – ის რეალურად მოქმედებს და მისი აღდგენა ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალია.

ბრავო საგამოძიებო კომისიას ! ბრავო იმ ხალხს, ვინც სიმართლის ძიების ამ პროცესში მონაწილეობს !

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor