• March

    31

    2025
  • 119
  • 0
სანდრო ბრეგაძე : ,,სურთ სამართლიანობის აღდგენა ?  მაშინ გააკეთონ ეს” !

სანდრო ბრეგაძე : ,,სურთ სამართლიანობის აღდგენა ?  მაშინ გააკეთონ ეს” !

,,ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც 1992 წლის სამხედრო-კრიმინალური გადატრიალებისა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს გამოიძიებს.

მისი თქმით, ქვეყანაში სამართლიანობის რეალურად აღდგენისთვის სწორედ ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. 

სანდრო ბრეგაძე: თუ სამართლიანობის აღდგენა ნამდვილად სურთ, მაშინ შექმნან საგამომძიებლო კომისია და გამოიძიონ საქართველოს უახლოესი ისტორიის უდიდესი დანაშაული – 1992 წლის სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე. დასაჯონ ყველა ის ცოცხალი ნაძირალა, რომელიც ხელმძღვანელობდა უდიდეს ღალატს, სამშობლოს გაყიდვას – პუტჩს, გადატრიალებას და სამხედრო საბჭოს. ვინც დახვრიტა მშვიდობიანი მიტინგების მონაწილებიი, ვინც ააწიოკა და ააოხრა სამეგრელო, ვინც მტერს მიყიდა და ჩააბარა აფხაზეთი.

თქვენი მოწოდება გასაგებია, ბატონო სანდრო, თუმცა უკვე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია სამართლიანობისკენ გადადგმული ნაბიჯი არ არის ? თქვენ ასე არ მიიჩნევთ ?  

-მე ჩემი აზრი მოგახსენეთ და თუ ამ საგამოძიებო კომისიას შექმნიან, მერწმუნეთ, რომ უამრავ ცოცხალ მოღალატეს აღმოაჩენენ ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებს ხოცავდა, პოლიტპატიმრებს აწამებდა, ყაჩაღობდა, მოროდიორობდა და უშუალო მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის გაყიდვაში.

ცოცხალ პუტჩისტებს უმკაცრესად უნდა აგებინონ პასუხი და უვადო პატიმრობა მიუსაჯონ, ხოლო მკვდარი მოღალატეები სასწრაფოდ უნდა გადაასვენონ პანთეონებიდან და ჩამოართვან სახელმწიფო ჯილდოები. ასევე გადაარქვან სახელები იმ ქუჩებს, რომლებსაც სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების ლიდერების სახელები დაარქვეს.

აი, ეს არის. სურთ სამართლიანობის აღდგენა ?  მაშინ გააკეთონ ეს  !

თამთა მაისურაძე 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor