• October

    13

    2023
  • 94
  • 0

ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიციის მიერ ინიცირებულ არც ერთ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას მხარს არ დავუჭერთ, რადგან მათი მიზნები ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება

ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რადიკალური ოპოზიციის მიერ ინიცირებულ არც ერთ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას, რადგან მათ აქვთ განსხვავებული მიზნები, რაც ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს პირდაპირ უპირისპირდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, რომ თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილებაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვენ.

„ეს არც წარსულში გაგვიკეთებია და არც მომავალში დავუჭერთ მხარს. მნიშვნელობა არ აქვს, მასში რა წერია. მათ არც ერთ საგარეო ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ. მთავრობამ თავისი პოზიცია უკვე ოფიციალურად გამოხატა. ოპოზიცია რასაც ცდილობს, ამაზე მეტია? 11 წელია, ამ ქვეყანაში მშვიდობას ვინარჩუნებთ. ერთადერთი ხელისუფლება ვართ, ვის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა. ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგები, ამიტომ გვაცადეთ. ბორდერიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მემკვიდრეობაა – გვაცადეთ, სამშვიდობო და პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება, ამ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor