• April

    1

    2025
  • 172
  • 0
ირაკლი თავდგირიძე : ,,სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულები ცხადზე უცხადესია და დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო კომისიის შეფასება იქნება უაღრესად პოზიტიური ჩვენი ქვეყნისთვის”

ირაკლი თავდგირიძე : ,,სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულები ცხადზე უცხადესია და დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო კომისიის შეფასება იქნება უაღრესად პოზიტიური ჩვენი ქვეყნისთვის”

,,GEO NEWS” ბათუმის საკრებულოს თავჯდომარეს, ბატონ ირაკლი თავდგირიძეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობაზე ესაუბრა და მისი მუშაობის ეფექტურობის შეფასება სთხოვა. 

ბატონი ირაკლი, ჩვენი გამორჩეული რესპონდენტი და უაღრესად ინტელექტუალია. შესაბამისად, მისი აზრი ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.  

ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებდით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირებას, რომლის მუშაობის შედეგად საქართველოს მოსახლეობისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის ნათელი ხდება ის აშკარა ღალატი, რომელიც სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მიერ იქნა ჩადენილი საქართველოს წინააღმდეგ ?

-ამ საგამოძიებო კომისიით სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმას, რაც აქამდეც ყველამ ვიცოდით. სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულები ცხადზე უცხადესია და დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო კომისიის შეფასება იქნება უაღრესად პოზიტიური ჩვენი ქვეყნისთვის.

-რამდენად რელევანტურია კავშირი აშშ-ს პოლიტიკური ტრენდის ცვლილებასა და ქართველი რენეგატი ოპოზიციისთვის შემცირებული დაფინანსების შედეგად ე.წ. საპროტესტო მუხტის ჩაკვდომასთან დაკავშირებით ?

-ის რომ საქართველოში, და არა მარტო, ამერიკის წინა ადმინისტრაციის პირობებში თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, ამას ამჟამინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მოწმობს, შესაბამისად, მუხტისა და ფინანსების შემცირება პირდაპირ კავშირშია.

-რა სიახლეებია ჩვენს საამაყო ბათუმში და რამდენად წარმატებით ვუმკლავდებით ადგილობრივი პროვოკატორების გამოხტომებს ?

-ბათუმში ყველაფერი სტაბილურადაა, ქალაქი შეუქცევადად ვითარდება და ამას წინ ვერაფერი დაუდგება. ვემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის.

-დაბოლოს, იქონია თუ არა საქართველოს კანონმდებლობის გამკაცრებამ აგრესიული პროტესტების წინააღმდეგ ლოგიკური შედეგი და აღიკვეთა თუ არა მსგავსი გამოვლინებების დიდი ნაწილი თქვენს ქალაქში ?

-ცხადია პოზიტიურად იმოქმედა კანონმდებლობის გამკაცრებამ. ყველაფერი ეტაპობრივად დაუბრუნდა კონსტიტუციურ წესრიგს.

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor