• April

    1

    2025
  • 167
  • 0
ბიქტორ გვეტაძე : ,,სანამ ფული აქვთ ცოტა ხნით კიდევ არევენ ჩვენს ქვეყანას და ამ მრავალტანჯულ ხალხს კვლავ არეულობისკენ და მშვიდობის დასასრულისკენ მოუწოდებენ”

ბიქტორ გვეტაძე : ,,სანამ ფული აქვთ ცოტა ხნით კიდევ არევენ ჩვენს ქვეყანას და ამ მრავალტანჯულ ხალხს კვლავ არეულობისკენ და მშვიდობის დასასრულისკენ მოუწოდებენ”

,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, სპორტსმენი ბიქტორ გვეტაძე ,,GEO NEWS”-ს სულგაყიდული ოპოზიციის ბოროტ ზრახვებსა და სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი შეფასებისა და ჭეშმარიტების დადგენის აუცილებლობაზე ესაუბრება. 

ბატონო ბიქტორ, როგორია თქვენი შეფასება დღეს მინავლებული ერის მტრების პროვოკაციების ფონზე, რამეთუ მხოლოდ თითო-ოროლა დაფინანსებული აგენტურა კვლავ ამაგრებს ქუჩაში ,,ბირჟას,, ?

სანამ ფული აქვთ ცოტა ხნით კიდევ არევენ ჩვენს ქვეყანას და ამ მრავალტანჯულ ხალხს კვლავ არეულობისკენ და მშვიდობის დასასრულისკენ მოუწოდებენ, თუმცა არაფერი გამოუვათ. მათი მცდელობები ფუჭია.

-თვლით თუ არა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში და მის მიერ ეფექტური ფუნქციონირება კარგი პრევენციული მექანიზმი აღმოჩნდა მოღალატე ,,ნაციონალებისა” და სხვა რენეგატების მოსათოკად ?

-საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელი იყო, რათა ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ჩადენიდი დანაშაულები ემხილებინათ და ხალხს ყველა დეტალი გაეგო. ,,ნაციონალური მოძრაობა”, რომ უნდა გასამართლდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. 

-საერთო ჯამში, მიგაჩნიათ თუ არა, რომ მამუკა ხაზარაძე და მისი მსგავსები, რომლებიც მართლმსაჯულების ორგანოსთან ურთიერთობაზე და კომისიის სხდომაზე მისვლაზე უარს აცხადებენ, კანონის სრული ძალით უნდა დაისაჯონ, რომ ყველასთვის გასაგები იყოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ მძიმე ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების ზუსტი დადგენა, რასაც ადგილი 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ?

რაც შეეხება ხაზარაძეს და მისნაირ უსამშობლოებს, ამ ადამიანებზე საერთოდ ლაპარაკიც  ზედმედია.

საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადება კი არა, მუხლზე დაჩოქილნი უნდა იდგნენ ქართველი ხალხის წინაშე და პატიებას სთხოვდნენ. უნდა მივიდნენ და პასუხი აგონ ყველა იმ დანაშაულზე, რაც სამშობლოს წინაშე ჩაიდინეს.

-დასასრულ, გაგვიზიარეთ თქვენი მოლოდინი კომისიის მხრიდან გაწეული სამუშაოს კვალად დადებული შედეგის თაობაზე, რაც საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთს ,,ნაცმოძრაობისა” და სხვების ბოგინს ?

-საგამოძიებო კომისიის შემქმნას მივესალმები, გარდაუვალი იყო. ასე რომ, აუცილებელია, ყველას მოვთხოვოთ პასუხი.

რაც შეეხება ჩინოვნიკებს, ერთს ვიტყვი – ყველა ჯარისკაცი დასაფასებელია, ისინი გმირები არიან და იმედია, იცავდნენ ქვეყანას. რა შუაშია ჯარისკაცი ან გენერალი ? როცა ბრძანებას მინისტრი და მთავარსარდალი გაძლევს, ჯარისკაცი ბრძანებას ასრულებს. ჯარისკაცი მოღალატე არ არის, მოღალატე ,,ნაციონალური მოძრაობაა”. 

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor