
პაატა შავაძე: ,,ლევან მურუსიძეც და მიხეილ ჩინჩალაძეც მოსამართლეები არიან და მათ სახელმწიფო ყოველთვის დაიცავს – ქართულ მართლმსაჯულებას, საჯიჯგნად ხელში ვერასდროს ჩაიგდებთ” !
ცნობილი და გამორჩეული ადვოკატი პაატა შავაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს :
ლევან მურუსიძეც და მიხეილ ჩინჩალაძეც როგორმე აიღებენ ხელფასს. ნუ იდარდებთ ხალხის მტრებო ამაზე.
რაც შეეხება ქართულ მართლმსაჯულებას, საჯიჯგნად ხელში ვერასდროს ჩაიგდებთ !
ვერანაირი სანქცია ვერ ხელყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას !
ვერც ერთ შემთხევაში, სახელფასო ბარათების დაბლოკვით ვერ მოხდება მოსამართლის დაშანტაჟება!
ჩვენ დავიცავთ თითოეული მოსამართლის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას !
მე პირადად, როგორც საქართველოს სამართლის დარგის მოღვაწეთა უმაღლესი სარეიტინგო საბჭოს ხელმძღვანელი, ამ მიმართებით ყველა ქმედით ღონისძიებას მივმართავ !
თითოეული მოსამართლე იქნება დაცული უცხოური გავლენებისა და მავნებლური ჩარევებისაგან !





