• April

    3

    2025
  • 70
  • 0
ესპანეთმა ტრამპის ტარიფებისგან ეკონომიკის დასაცავად მრავალმილიარდიანი გეგმა წარადგინა

ესპანეთმა ტრამპის ტარიფებისგან ეკონომიკის დასაცავად მრავალმილიარდიანი გეგმა წარადგინა

ესპანეთის პრემიერ მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტარიფებისაგან ქვეყნის ეკონომიკის დასაცავად 14,1 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.

სანჩესი აცხადებს, რომ ეს პაკეტი მოიცავს 7,4 მილიარდ ევროს ოდენობით ახალი დაფინანსების გამოყოფას, დანარჩენი თანხა კი უკვე არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით დაიხარჯება. მათ შორის, საუბარია შეღავათიანი სესხებზე.

ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა სთხოვა ევროკომისიას, შექმნას სპეციალური ფონდი, რომელიც აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქციაზე დაწესებული ტარიფებიდან მიღებული შემოსავლებით შეივსება. მისივე თქმით, ამერიკული პროდუქციის იმპორტზე ტარიფები უნდა გაიზარდოს.

ესპანეთის მთავრობის მეთაური ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი გახადოს მასშტაბური ფინანსური დახმარება, რომელსაც აშშ-ის ტარიფებისგან დაზარალებული სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ, მათ შორის, საუბარია ევროპელ ავტომწარმოებლებზე.

როგორც ესპანეთის მთავრობაში განმარტეს, ეს ზომები წარმოადგენს ე.წ. სადაზღვევო ქსელს, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში დაიცავს მათ. ვისი გაყიდვებიც აშშ-ის ტარიფების შედეგად შემცირდება.

„პრეზიდენტ ტრამპის მიერ წამოწყებული სავაჭრო ომი საშინელი ამბავია მსოფლიოსთვის. ასევე ცუდი ამბავია შეერთებული შტატებისთვის და, რა თქმა უნდა, ევროპისთვის და, შესაბამისად, ესპანეთისთვისაც. ევროპა, თუ გადავხედავთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს, უკვე იღებს ჰიბრიდულ შეტევებს აღმოსავლეთიდან ევროპული პროექტის წინააღმდეგ მზარდად მეომარი რუსეთის მიერ. ახლა კი ემატება ეს კომერციული თავდასხმა დასავლეთიდან. არავინ, არც ესპანეთი და, რა თქმა უნდა, არც ევროპა, არ იქნება იმუნური ამ ზემოქმედებისგან“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ტარიფები დაუწესა თითქმის ყველა ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირს, რომელსაც 20%-იანი ტარიფები დაუწესდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor