
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდნენ. რამდენიმე ეტაპად განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად, ამოღებულია უკანონოდ შენახული და გასაღებული ნარკოტიკული საშუალება „მდმ“, „ექსტაზი“ და „მარიხუანა“.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




