• October

    14

    2023
  • 98
  • 0

ვლადიმერ პუტინი – ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც, ადრე და შესაძლოა, დღეს კიდევ ირიცხებოდეს დსთ-ს შემადგენლობაში, ამ ფორმატში არ მუშაობს

ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც, ადრე და შესაძლოა, დღეს კიდევ ირიცხებოდეს დსთ-ს შემადგენლობაში, ამ ფორმატში არ მუშაობს, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს სამიტზე საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველოსთან მიმართებით ყველაფერი დაიწყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გადაეჭრა შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით, სამხრეთ ოსეთზე თავდასხმებით და ამ ავანტიურის შედეგად წარმოშობილი შედეგებით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რაც შეეხება უკრაინას, პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ხელი მოაწერა დსთ-ში გაწევრიანებას, მაგრამ არასოდეს შეერთებულან სრული ფორმატით. „უკრაინა თავს არიდებდა ფართომასშტაბიან თანამშრომლობას“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, როგორც ვლადიმერ პუტინმა მოლდოვასთან დაკავშირებით აღნიშნა, ქვეყანა კარგავს საკუთარ იდენტობას, რაც ახლანდელი ხელისუფლების არჩევანია.

„ამ ქვეყნის ელიტა – ზოგადად, მათ მიაჩნიათ, რომ ისინი არ არიან მოლდოველები. ისინი საკუთარ თავს რუმინელებს უწოდებენ, მაგრამ ეს მათი არჩევანია“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor