
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
სუს-ის უფროსი ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად გადაიხადა.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.




