
აკადემიკოსი თინა თოფურია და მისი თანამოაზრეები საქართველოს მიერ ,,ჯანმოს” დატოვებას ითხოვენ
ორიოდე დღის წინ, თბილისში, სასტუმრო ,,ბესტ ვესტერნში” აკადემიკოს, ქალბატონ თინა თოფურიას მიერ ორგანიზებული კომფერენცია გაიმართა, რომელიც ,,ჯანმოს” ( ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ) სპეციფიური რეგულაციების იმ საფრთხეებს მიეძღვნა, რასაც ის ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უქადის.
ქალბატონმა თინამ, ისევე, როგორც სხვა კომპეტენტურმა გამომსვლელებმა, რომელთა შორის სამედიცინო პროფესიის წარმომადგენლები სჭარბობდნენ, კვალიფიციურად განმარტეს, თუ რატომ უნდა დატოვოს საქართველომ ,,ჯანმოს” წევრობა.
მათი აზრით, ,,ჯანმოს” რეგულაციების სავალდებულო შესრულებამ, შესაძლოა, ქართველი ხალხისა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სუვერენული ინტერესები დააზიანოს.
ღონისძიების დასასრულ, დამსწრე საზოგადოებამ ხელი მოაწერა კოლექტიურ თხოვნას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ დროულად დატოვონ ჯანმოს წევრობა.
კომფერენციას სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, მედიკოსები, იურისტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
,,GEO NEWS”




