• April

    17

    2025
  • 60
  • 0
საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებული არიან: 2000 წელს დაბადებული რ.შ. და 2000 წელს დაბადებული ს.შ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, 34 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, ასევე, 18-260-ე, 273-ე პრიმა და 18-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor