• April

    17

    2025
  • 59
  • 0
მუხროვანში საპარაშუტო მომზადების სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

მუხროვანში საპარაშუტო მომზადების სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის, საპარაშუტო მომზადების სკოლის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა დასრულდა.

სასწავლო პროგრამა, სამხედრო დაზვერვის პირადმა შემადგენლობამ და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა გაიარეს. გამოშვების საზეიმო ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულები სერტიფიკატებითა და სამხრე ნიშნებით დაჯილდოვდნენ.

საპარაშუტო მომზადების ექვსკვირიანი კურსი  სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას მოიცავდა.
სპეციალური ოპერაციების სარდლობის განვითარების გეგმის ფარგლებში, იგეგმება მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და საპარაშუტო აღჭურვილობის განახლება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor