
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო, პოლიტიკა
პალესტინა უნდა გახდეს დამოუკიდებელი – პუტინმა შეაფასა დანაკარგები ღაზაში
რუსული მედიის, ,, რია ნოვოსტის” ინფორმაციით, მოსკოვი მზად არის შუამავლის როლი იკისროს ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტში.
,, ქვეყნების ვიწრო ჯგუფს არ სურს უარი თქვას ჰეგემონურ სტატუსზე, ამიტომ ისინი აქტიურად ამწვავენ კონფლიქტების ძველ და ახალ წყაროებს. ეს ასევე ეხება უკრაინას”,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
,, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ამჟამად მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. აშშ და მისი მოკავშირეები ცდილობდნენ ამ მიმართულების მონოპოლიზებას, მაგრამ არ გაითვალისწინეს სხვების, განსაკუთრებით პალესტინელების თვალსაზრისი”,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინის განცხადებით, საბოლოო ჯამში, ამან გამოიწვია ტრაგედია.
,,ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი სრულიად მიუღებელი იქნება. აუცილებელია შეიქმნას დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო თავისი დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, მოსკოვი მზად არის შუამავლობისთვის კონფლიქტის მოგვარებაში, რადგან დაამყარა კონტაქტები ისრაელის მხარესთან.
,, Geo News “





