• April

    26

    2025
  • 337
  • 0
ექსკლუზივი : რა ,,აკავშირებთ” მამუკა მდინარაძეს და ბაბი კირკიტაძეს თათა გიორგობიანთან ,,ომში” ?

ექსკლუზივი : რა ,,აკავშირებთ” მამუკა მდინარაძეს და ბაბი კირკიტაძეს თათა გიორგობიანთან ,,ომში” ?

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ ,,GEO NEWS”-მა გამოქვეყნა ორი მასალა მომღერალ-ფსიქოლოგ თათა გიორგობიანზე და მოვლენების შემდგომი განვითარებაც ცნობილია. ყველა პუბლიკაცია გამოქვეყნებულია ჩვენთან და შეგიძლიათ იხილოთ.

როგორც იტყვიან, მელანმა გაშრობა ვერ მოასწრო და ეგრევე, ჩვენს გამოცემაზე ,,ბიზნესმენ” ლალი ეგაძის და მისი წრის მხრიდან, წამოვიდა დარტყმები, მუქარები და ცილისწამება ჩვენი მისამართით.

ჰოდა, ამ წამიდან, კითხვები, რომ აღარავის გაუჩნდეს კიდევ ერთხელ საბოლოოდ განვმარტავთ შემდეგს : ჩვენ შევისმინეთ კოლეგების თხოვნა და მაშინ ის მასალები მყისიერად მოვხსენით, მიუხედავად იმისა, რომ რედაქციაში ამ ფაქტმა განხეთქილება გამოიწვია. თუმცა, როგორც ჩანს, მაშინ ჩვენ ვერ გავთვალეთ თუ ვისთან გვქონდა და გვაქვს საქმე….

აშკარაა, რომ ,,ბიზნესმენ” ლალი ეგაძის გუნდმა ჩაგვთვალა იმ ადამიანებად, რომლებსაც დაუსჯელად შეუძლიათ თავში გვირტყან, ანუ სუსტებად და კიდევ აქეთ გამოემართნენ ჩვენს ჩასაქოლად, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ,,მორიელებს“ მხოლოდ დუსტი შველის და ჩვენც არ დავიშურეთ ეს ,,დუსტი“.

გავიმეორებთ, ისინი კონკრეტულად ითხოვდნენ, რომ ჩვენ დაგვესახელებინა წყარო, თუნდაც ფულის სანაცვლოდ, რაზეც შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოში გამოვიკითხეთ კიდეც, რადგან ეს ჩვენთვის შეურაცხმყოფელია, როგორც პროფესიონალი ჟურნალისტებისთვის….ყველა საბუთი ამ სამმართველოში დევს…

ლალი ეგაძე და მისი მეგობრები თავის ჭკუაში ,,გვეხმარებოდნენ” კიდეც, რომ დაასახელეთ დამკვეთებად ბაბი კირკიტაძე და მამუკა მდინარაძეო. ისინი თვლიდნენ, რომ ამ ორი ადამიანიდან ერთ-ერთი მაინც იყო დამკვეთი. ახლა ჩვენ მთელი პასუხიმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთს ვიცნობთ და არც მეორეს, ორივეს ვიცნობთ ეკრანიდან, ისევე, როგორც მილიონობით ჩვები თანამოქალაქე და პატივს ვცემთ ერთსაც და მეორესაც. ვინაიდან, მათ ეს არ გამოუვიდათ, ჩვენ არ ავყევით მათ მეგობრულ კარნახს და მითითებას, მიმართეს უკადრებელს – აამხედრეს ჩვენს წინააღმდეგ ჩვენი მედიის ყოფილი იურისტი, ირაკლი კერესელიძე და ჩვენი დამფუძნებლის ნათესავები, ჩვენდა გასაოცრად. თუმცა, ამითაც არ დაკმაყოფილდნენ და გამოიყენეს მძიმე არტილერია – დაურეკეს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, ძალოვანს, როგორც თავად აცხადებენ და უთხრეს, რომ ვიცით ,,GEO NEWS” თქვენი და მდინარაძის დაკვეთით წერდა თათა გიორგობიანზე, თუმცა ჩვენ ამის არ გვჯერა, მაგრამ, როგორც მეგობარს მაინც გაყენებთ საქმის კურსშიო….ღიმილისმომგვრელია…ამ ეტაპზე ამ მაღალჩინოსნის ვინაობას არ ვასახელებთ, თავად დაასახელონ თუ სურთ….ჩვენ, თავის მხრივ, ვაცხადებთ, რომ ამ მაღალჩინოსანს ჩვენ არ დავუკავშირდით, რადგან ეს არის ჩვენი და მისი შეურაცხყოფა და ჩვენთვის საერთოდ გაუგებარია რა შუაში იყო ეს ადამიანი. ჩვენ პროფესიონალები ვართ და ვიცით რა არის ჟურნალისტური ეთიკა, ხოლო ის ადამიანი კი, დგას სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე, აქედან გამომდინარე, ასეთი სისულელეებით სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ მას სახელმწიფოსთვის ძვირფასს დროს ვერ და არ წავართმევთ – არ მოვაცდენთ ვიღაცეების ბოდვების გამო. 

რაც შეეხება ბატონ მამუკა მდინარაძეს, მივიჩნევთ, რომ ღირსეული პიროვნებაა და ერთგულად ემსახურება სახელმწიფოს, ჩვენ არ ვახსენებდით მას, მაგრამ მან უნდა იცოდეს სიმართლე – კონკრეტულად ვინ რას აბრალებს.

ჩვენ ჩვენი სიტყვების დამადასტურებელი მტკიცებულებები გავქვს და თუ საჭირო იქნება გამოვაქვეყნებთ სიტყვა სიტყვით, ვინ, სად, როდის და როგორ…..

დაბოლოს, რაც შეეხება მომღერალ-ფსიქოლოგ თათა გიორგობიანს, ჩვენ ერთხელ მას გავუწვდინეთ ხელი, შევთავაზეთ ტრიბუნაც და რითი გვიპასუხა…აი, ახლა ხელ-ფეხი გვაქვს გახსნილი და ელოდოს სრულ სიმართლეს.

აქვე ვსვამთ კითხვას – რატომ მიიჩნევს მომღერალ-ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი თავს ხელშეუხებლად, რა დამსახურება აქვს სახელმწიფოს წინაშე ასეთი, რომ მედიას უკრძალავს მასზე წერას, თანაც სხვისი ხელით და იმავე ხელით ესხმის თავს ?

მომღერალის მფარველებს, თუ გულშემატკივრებს, თუ ე.წ. პაციენტებს კი ვეტყვით შემდეგს : კიდევ ერთხელ დაჟინებით ვთხოვთ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, დისკრედიტაციისგან და სხვადასხვა ბინძური ქმედებებისგან და მიხედონ სახელმწიფოს უსაფრთხოებას, იმ საქმეს, რასაც აკეთებენ, იმ პოსტებს, სადაც არიან დასაქმებულნი, ერთი სიტყვით, რისთვისაც სახელმწიფო მათ უხდის გასამრსჯელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება კანონისმიერი რეაგირება – მივმართავთ შესაბამისს უწყებებს. წერტილი. 

( გაგრძელება იქნება )

,,GEO NEWS”

 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor