• April

    28

    2025
  • 93
  • 0
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ აღლუმს 18 ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ აღლუმს 18 ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან

მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ აღლუმს 18 ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება RBC შესაბამის ინფოგრაფიკასთან ერთად ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, დამსწრეთა სია ასე გამოიყურება: ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანი; ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი, ალექსანდრ ლუკაშენკო – ბელარუსი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა – ბრაზილია; იბრაჰიმ ტრაორე – ბურკინა-ფასო, ნიკოლას მადურო – ვენესუელა, ტო ლამი – ვიეტნამი; კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – ყაზახეთი; სადირ ჟაპაროვი – ყირგიზეთი; სი ძინპინი – ჩინეთი; მიგელ დიას-კანელი -კუბა; მაჰმუდ აბასი – პალესტინა; მილორად დოდიკი – სერბთა რესპუბლიკა, ალექსანდრ ვუჩიჩი – სერბეთი; რობერტ ფიცო – სლოვაკეთი; ემომალი რაჰმონი – ტაჯიკეთი; გურბანგული ბერდიმუხამედოვი – თურქმენეთი; შავკატ მირზიოევი – უზბეკეთი.

ინფოგრაფიკის მიხედვით, მოწვევები ასევე გაეგზავნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის და მონღოლეთის პრეზიდენტს, უხნაგიინ ხურელსუხს, თუმცა მათ ჯერ არ დაუდასტურებიათ, ჩავლენ თუ არა მოსკოვში.

ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღონისძიებას არ დაესწრება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor