• April

    28

    2025
  • 12
  • 0
კიევის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა

კიევის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა

კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უკრაინული მედიის ცნობით, კიევის პოდოლის რაიონულმა სასამართლომ 2014 წლის თებერვალში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტისა და მისი ახლო პირების რუსეთში გაქცევის საქმეზე ვიქტორ იანუკოვიჩს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ იანუკოვიჩი დამნაშავედ ცნო უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ორგანიზებასა და დეზერტირობის წაქეზებაში.

ამავე საქმის ფარგლებში იანუკოვიჩის ყოფილ დაცვის უფროსს, კონსტანტინ კობზარს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

საქმე, რომელიც პოდოლის რაიონულმა სასამართლომ განიხილა, უკავშირდება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის რუსეთში გაქცევას 2014 წლის 23 თებერვალს. იანუკოვიჩსა და კობზარს ბრალად ედებოდათ, რომ მათ უკანონოდ გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი საჰაერო გზით, ასევე ორგანიზება გაუწიეს არანაკლებ 20 პირის რუსეთში უკანონო გადაყვანას.

იანუკოვიჩისთვის, რომელიც უკვე 11 წელზე მეტია, რუსეთის ტერიტორიაზე იმალება, ეს სისხლის სამართლის საქმეზე უკრაინული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად გამოტანილი მეორე განაჩენია. 2019 წლის იანვარში იანუკოვიჩს სახელმწიფო ღალატისა და აგრესიული ომის წარმოებაში თანამონაწილეობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor