
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ალექსანდრ სირსკის ბრძანებით, გაწვევისა და სოციალური დახმარების ცენტრებიდან საომარ ზონებში გაიგზავნებიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც არ აქვთ საბრძოლო გამოცდილება
უკრაინის ტერიტორიული გაწვევისა და სოციალური დახმარების ცენტრებიდან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც არ აქვთ საბრძოლო გამოცდილება და შესაბამისი ჯანმრთელობის შეზღუდვები, საომარ ზონებში გაიგზავნებიან. შესაბამისი ბრძანება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ გასცა.
გავრცელებული ცნობით, მათ თანამდებობებზე დაინიშნებიან პირები, რომლების დაშავდნენ და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად, არ შეუძლიათ საბრძოლო ნაწილებში მოვალეობის შესრულება. ამ პროცესის საერთო კოორდინაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს.
„ეს ზომები მიზნად ისახავს ტერიტორიული გაწვევისა და სოციალური დახმარების ცენტრებიდან მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო ჯგუფებში ძმობის, საბრძოლო სულისკვეთებისა და ურთიერთპატივისცემის განმტკიცებას”, – აღნიშნულია უკრაინის არმიის გენშტაბის განცხადებაში.
გენერალურმა შტაბმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში ტერიტორიული დაკომპლექტებისა და სოციალური დახმარების ცენტრების ყველა ხელმძღვანელი შეიცვალა. უკრაინული მედიის თანახმად, მარტის ბოლოს, უკრაინის პარლამენტის წევრმა, ირინა ნიკორაკმა განაცხადა, რომ უკრაინელები ნაკლებად ენდობიან ტერიტორიული გაწვევისა და სოციალური დახმარების ცენტრებს.




