
7 მაისს, GRUNI SDGs სტუდენტური კლუბის წევრებმა ქალაქ თბილისის მასშტაბით, კედლის მხატვრობის კონკურსის შესახებ საინფორმაციო პოსტერები გაავრცელეს
კედლის მხატვრობის კონკურსი ხელოვანებს სთავაზობს შესაძლებლობას, ქუჩის მხატვრობის გზით წვლილი შეიტანონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) პოპულარიზაციის პროცესში.
კონკურსი GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრის მიერ არის ორგანიზებული და მიზნად ისახავს:
მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დიალოგის ინიცირებას
მდგრადი განვითარების გლობალური მნიშვნელობის გააზრებას
მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების ფორმირებას
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიე ბმულს : https://shorturl.at/rVKNX




