
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო, სიახლეები
ისრაელმა სირიაში ალეპოს აეროპორტი დაბომბა
სირიული სამთავრობო მედიის ცნობით, ისრაელმა იერიში მიიტანა ქალაქ ალეპოს აეროპორტზე.
მედიის ცნობით, დარტყმის შედეგად დაზიანდა ასაფრენი ბილიკი და მუშაობა შეწყდა. აქამდე, რამდენიმე საათით ადრე, სირიაში ამ აეროპორტის წინა, მსგავსი იერიშის დაზიანების გარემონტება ახალდასრულებული ჰქონდათ.
აეროპორტზე დარტყმის შესახებ ცნობა სირიიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტის გაშვების შემდეგ მალევე გავრცელდა.
რაკეტების გამშვებთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. სირიაში, პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის ძალებს ეხმარება ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა, რომელიც ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს აკონტროლებს. შესაბამისად, ჰეზბოლას წევრები სირიის ტერიტორიაზეც არიან განლაგებული.





