• May

    26

    2025
  • 62
  • 0
შალვა პაპუაშვილმა წვევამდელებს მიმართა – დღეს თქვენ დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს, ღვთისა და ერის წინაშე, ხუთჯვრიანი დროშის წინაშე ხუთჯერ წარმოსთქვით სიტყვა „ვფიცავ“

შალვა პაპუაშვილმა წვევამდელებს მიმართა – დღეს თქვენ დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს, ღვთისა და ერის წინაშე, ხუთჯვრიანი დროშის წინაშე ხუთჯერ წარმოსთქვით სიტყვა „ვფიცავ“

დღეს თქვენ დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოს, ღვთისა და ერის წინაშე. ხუთჯვრიანი დროშის წინაშე ხუთჯერ წარმოსთქვით სიტყვა „ვფიცავ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და წვევამდელებს მიმართა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ეროვნული თვითშეგნების გამყარებასთან ერთად ძლიერდება ჩვენი ჯარი, ძალას იკრებს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ხალხის რწმენა, რომ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სუვერენიტეტს აღარასოდეს დავკარგავთ.

„წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წელი შესრულდა. თავისუფლების თითოეული წელიწადი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ყოველი წელიწადი ჩვენს სახელმწიფოს სულ უფრო ავითარებს, აძლიერებს და განამტკიცებს.

ჩვენი ეროვნული თვითშეგნების გამყარებასთან ერთად ძლიერდება ჩვენი ჯარი, მტკიცდება ჩვენი საზღვრები, ძალას იკრებს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ხალხის რწმენა, რომ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სუვერენიტეტს აღარასოდეს დავკარგავთ.

დღეს თქვენ დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოს, ღვთისა და ერის წინაშე. ხუთჯვრიანი დროშის წინაშე ხუთჯერ წარმოსთქვით სიტყვა „ვფიცავ“. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვახსოვდეს ფიცი, მიცემული სიტყვა და წმინდა მიზანი, რომლისთვისაც ეს ფიცი დავდეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

700-მდე წვევამდელმა დღეს სამხედრო ფიცი დადო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor