• May

    27

    2025
  • 195
  • 0
ირაკლი კობახიძე : ,,ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის განსაკუთრებული ვალია”

ირაკლი კობახიძე : ,,ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის განსაკუთრებული ვალია”

ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის განსაკუთრებული ვალია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დიასპორაზე ზრუნვა 2017 წელს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებად გამოცხადდა, რაც იშვიათი პრაქტიკაა და ამ ვალდებულების შესასრულებლად საქართველოს მთავრობა მრავალ პროექტს ახორციელებს.

„ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ისედაც მცირერიცხოვანმა ერმა ჩვენს დიასპორას განსაკუთრებული ყურადღება არ დავუთმოთ. სახელმწიფოს ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული ისეთი პროგრამების განხორციელებისკენ, რომლებიც დიასპორის წარმომადგენელთა ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და, განსაკუთრებით, განათლების საკითხებს ეძღვნება. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდობის საკითხებს, ახალგაზრდების მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას სამშობლოსთან, უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს, რომლებმაც საქართველოს წარმატებული მომავალი უნდა შექმნან. ჩვენი უმთავრესი საზრუნავი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საქართველოში დაბრუნება უნდა იყოს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც მას ღირსეული სამსახური და ცხოვრების სათანადო პირობები უნდა დავახვედროთ. მოხარული ვარ, რომ შარშან სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასულებისას მცირედით, მაგრამ გადააჭარბა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან ერთად სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების რიცხვი წლიდან წლამდე მოიმატებს. ეს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული მისია და ამოცანაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქართული დიასპორის როლს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე − საქართველოს კულტურისა და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენაში.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, ქართულ სათვისტომოებს, მართლმადიდებლურ სამრევლოებსა და ქართულ ფოლკლორულ ანსამბლებს იმ საქმის ერთგულებისთვის, რომელიც ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის, ქართული ტრადიციების შენარჩუნებას ემსახურება.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა. ფორუმის მონაწილეებს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიასპორისა და საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფორუმზე საკვირაო სკოლების მასწავლებლებს პროფესიული განვითარების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. საგარეო საქმეთა, კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში − „ქართული კალიგრაფია“ − გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor