
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რომის პაპი ლეო XIV – სამწუხაროდ, სპორტი როდესაც ბიზნესად იქცევა, ის რისკავს, დაკარგოს ღირებულებები და შესაძლოა, საზიანოც კი გახდეს
სამწუხაროდ, როდესაც სპორტი ბიზნესად იქცევა, ის რისკავს, დაკარგოს ის ღირებულებები, რომლებიც მას საგანმანათლებლოს ხდის და შესაძლოა, საზიანოც კი გახდეს, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ხელმძღვანელთან, აურელიო დე ლაურენსტისთან და კლუბის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, ჩემპიონატის მოგების მსგავსი მოვლენის სოციალური ღირებულება სცილდება მხოლოდ ტექნიკურ-სპორტულ ფაქტს და, ფართო გაგებით, არის გუნდის მაგალითი, რომელიც მუშაობს ერთად და რომელშიც ინდივიდების ნიჭი ემსახურება მთლიანობას.
„ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ სპორტული გამოცდილების მორალურ ხარისხთან დაკავშირებით შეჯიბრების დონეზე, რადგან ახალგაზრდების ადამიანური ზრდა სასწორზეა“, – განაცხადა რომის პაპმა.
როიტერის“ ინფორმაციით, თავად ლეო XIV საფეხბურთო კლუბ „რომას“ გულშემატკივარია.
„ნაპოლის“ ხელმძღვანელმა, აურელიო დე ლაურენტისმა პაპს ფეხბურთელების მიერ ხელმოწერილი ლურჯი მაისური გადასცა, რომელზც 10 ნომერი და მისი სახელი იტალიურად – „პაპი ლეო XIV“ არის გამოსახული. „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონი გახდა და რიგით მეოთხე „სკუდეტო“ მოიგო.





