• May

    28

    2025
  • 24
  • 0
შალვა პაპუაშვილი – პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებული მიზნები სრულად ემთხვევა ჩვენს ხედვას, მისი მიზნები იწყება აშშ-ში „დიფ სთეითის“ დამარცხებიდან, ამ მხრივ ჩვენ მისი მხოლოდ გულშემატკივარი ვართ

შალვა პაპუაშვილი – პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებული მიზნები სრულად ემთხვევა ჩვენს ხედვას, მისი მიზნები იწყება აშშ-ში „დიფ სთეითის“ დამარცხებიდან, ამ მხრივ ჩვენ მისი მხოლოდ გულშემატკივარი ვართ

პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებული მიზნები სრულად ემთხვევა იმ ხედვას, რაც ჩვენ გვაქვს. მისი გაცხადებული მიზნები იწყება აშშ-ში „დიფ სთეითის“ დამარცხების მიზნიდან, ეს არის მისი პირველი მიზანი, რომელიც მთავარ ამოცანად, მათ შორის მისი წარმატების საზომადაც დაისახა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რაც უფრო მეტად შესუსტდება „დიფ სთეითი“, მით უფრო გაძლიერდება ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა.

„ამ მხრივ, ჩვენ მისი მხოლოდ გულშემატკივარი ვართ და მეტიც, ვინაიდან ვიცით, რომ რაც უფრო მეტად შესუსტდება „დიფ სთეითი“, მით უფრო გაძლიერდება ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა, პირდაპირ პროპორციული იქნება „დიფ სთეითის“ შესუსტება საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესებასთან. პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ, ვფიქრობ, რომ არის ამის ერთ-ერთი კარგი სიგნალი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წერილი გაუგზავნა, რომლითაც დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, ტრამპი აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor