• May

    29

    2025
  • 63
  • 0
რუსეთის საგარეო უწყება – სერგეი ლავროვი მარკო რუბიოს სატელეფონო საუბრისას სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის კონკრეტული წინადადებების მომზადების შესახებ ესაუბრა

რუსეთის საგარეო უწყება – სერგეი ლავროვი მარკო რუბიოს სატელეფონო საუბრისას სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის კონკრეტული წინადადებების მომზადების შესახებ ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვი რუბიოს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის კონკრეტული წინადადებების მომზადების შესახებ ესაუბრა.

განცხადების თანახმად, მარკო რუბიომ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპის მიზანს უკრაინის კონფლიქტის სწრაფ დასრულებასთან დაკავშირებით და გამოხატა ვაშინგტონის მზაობა, ხელი შეუწყოს მხარეთა პოზიციების დაახლოებას.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი განზრახვა, გააგრძელონ კონსტრუქციული და ურთიერთპატივისცემით სავსე დიალოგი რუსეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor