• May

    30

    2025
  • 118
  • 0
კრწანისში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საიუბილეო ღონისძიება აღინიშნა

კრწანისში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საიუბილეო ღონისძიება აღინიშნა

30 მაისი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დაარსების დღეა. ცენტრის ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობას 10 წლის იუბილე თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მის განვითარებაში საერთაშორისო პარტნიორების შეტანილი წვლილი აღნიშნეს. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს და მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვინიკოვმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილემ დეილ ვუდჰაუსმა და JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ.

ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებს სხვადასხვა უწყებრივი მედალი და სიგელები გადაეცათ. სამხედროების ნაწილს მადლობა გამოეცხადა. ჯარისკაცები საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა დალოცა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მოწვეულ სტუმრებს ცენტრის ბაზაზე არსებული სიმულაციური საშუალებების დათვალიერების საშუალება ჰქონდათ.

ღონისძიებას თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმომადგენლები დაესწრნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor