• May

    30

    2025
  • 89
  • 0
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მე-14 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მე-14 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წელს 100-მა კადეტმადაამთავრა. კადეტებს ლიცეუმის დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. ღონისძიება ლიცეუმის პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და კადეტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ლიცეუმის მე-14 გამოშვების კურსდამთავრებულებს შორის 7 ოქროსა და 8 ვერცხლის მედლის კანდიდატია. კურსდამთავრებულთა ნაწილი სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. ლიცეუმში სწავლის პერიოდში კადეტები წარმატებით მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში, მათ შორის ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებითკონფერენციებში, კონკურსებსა და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებაში.

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ და ფიზიკურ აღზრდას და სამხედრო-სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისთვის მათ მომზადებას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor