
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ გამოგვეპაროს სარძევე ჯირკვლის დაავადებები?
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ გამოგვეპაროს სარძევე ჯირკვლის დაავადებები ?
ყურადღება მიაქციეთ ძუძუსთან დაკავშირებული პათოლოგიური პროცესების მაუწყებელ შემდეგ ნიშნებს:
ძუძუს დეფორმაციას;
ძუძუს დვრილების გაუფერულებას, კონტურის და ფორმის ცვლილებას;
გულმკერდის არეში ტკივილს და ლიმფური კვანძების გადიდებას;
გამონადენს ძუძუს თავიდან;
მკერდის ეპითელიუმის ცვლილებებს;
წყლულების გავრცელებას მკერდზე.
სარძევე ჯირკვლის დაავადებების გაჩენის რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება :
მენსტრუალური ციკლის ადრეულ ასაკში (12 წლამდე) დაწყება;
მენოპაუზის დაგვიანება – მენსტრუაციის შეწყვეტა 50 წლის შემდეგ;
აბორტები;
ჰორმონალური დისბალანსი;
მშობიარობა გვიან ასაკში (ძუძუს კიბოს განვითარების რისკი იზრდება არანამშობიარევ ქალებშიც);
ხანმოკლე ლაქტაცია;
საკვერცხეების ქრონიკული ანთებითი დაავადება;
ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია;
გენეტიკური ფაქტორი;
წარსულში ძუძუს კიბოს არსებობა.
ზემოთ დასახელებული ერთ-ერთი სიმპტომის, ან რომელიმე რისკ-ფაქტორის არსებობის შემთხვევაში, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ მამოლოგს.
დაავადების პრევენციისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის კი, აუცილებელია პროფილაქტიკური გასინჯვებისთვის რეგულარული ვიზიტები მამოლოგთან.
კონსულტაციის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით :
032 2 800 819; ვაჟა-ფშაველას #76ბ;
032 2 913 119; თ. აბულაძის #7;
032 2 800 818; ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი #55.
,,GEO NEWS”




