• June

    2

    2025
  • 91
  • 0
ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვულოცავ კაროლ ნავროცკის, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი გააგრძელებს პოლონეთთან კარგ თანამშრომლობას, ერთად უფრო ძლიერები ვართ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვულოცავ კაროლ ნავროცკის, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი გააგრძელებს პოლონეთთან კარგ თანამშრომლობას, ერთად უფრო ძლიერები ვართ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც ურსულა ფნ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ევროკავშირი გააგრძელებს პოლონეთთან ძალიან კარგ თანამშრომლობას.

„ვულოცავ კაროლ ნავროცკის. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი გააგრძელებს პოლონეთთან ძალიან კარგ თანამშრომლობას. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ მშვიდობის, დემოკრატიისა და ღირებულებების მქონე საზოგადოებაში. ამიტომ, მოდით, ვიმუშაოთ ჩვენი საერთო სახლისთვის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა, ნავროცკიმ ხმათა 50.9 პროცენტი მოიპოვა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor