• October

    15

    2023
  • 110
  • 0
ჯო ბაიდენი – ვესაუბრე პალესტინის პრეზიდენტს, რათა დამეგმო „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე, დავარწმუნე, რომ ვმუშაობთ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული მარაგის უზრუნველსაყოფად

ჯო ბაიდენი – ვესაუბრე პალესტინის პრეზიდენტს, რათა დამეგმო „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე, დავარწმუნე, რომ ვმუშაობთ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული მარაგის უზრუნველსაყოფად

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს ესაუბრა. ამის შესახებ ბაიდენმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

როგორც ბაიდენი წერს, პალესტინის პრეზიდენტთან საუბრისას მან დაგმო „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე და გაიმეორა, რომ „ჰამასი“ არ იცავს პალესტინელი ხალხის ღირსებასა და თვითგამორკვევის უფლებას.

„მე დავარწმუნე ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან რეგიონში, რათა უზრუნველვყოთ ჰუმანიტარული მარაგი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გაფართოება“, – დაწერა ჯო ბაიდენმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor